თბილისის საქალაქო სასამართლოში ორგანიზებულ ნარკოდანაშაულში ბრალსებული მსახიობის, გიორგი გიორგანაშვილის, იგივე ბახალას პროცესი მიმდინარეობს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" გიოგანაშვილის ადვოკატი, გიორგი მახარაძე აცხადებს, მსახიობი დამძიმებულ ბრალში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
"დღეს გიორგი გიორგანაშვილის საქმის არსებითი განხილვა იწყება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე შესავალი სიტყვით წარსგდება. დაცვის მხარეც მზადაა შესავალი სიტყვების წარმოთქმისთვის. მოწმეების დაკითხვა იმედია, შემდეგი პროცესიდან დაიწყება, ჯერ პროკურატურა იწყებს თავისი მოწმეების დაკითხვას", - აცხადებს მახარაძე.
ცნობისთვის, "ბახალას" განსაკუთრებული დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების ორგანიზებული ჯგუფის მიერ სააქართველოში შემოტანას ედავებიან.