ბრიტანელი დონ სტერჟესი, რომელიც დაზარალდა ნევრო პარალიზური ნივთიერების ზემოქმედფების გამო ეიმსბერში, გუშინ საღამოს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მასთან დაკავშირებით პოლიციამ მოახდინა ინცინდენტის კვალიფიცირება, როგორც მკვლელობა და შესაბამისი მუხლით გამოძიება დაიწყო. აუცილებელი გახდა გარდაცვლილის სხეულის გაკვეთა.
ნათესავებს უკვე შეატყობინეს მისი გარდაცვლაების შესახებ. მას სამი შვილი დარჩა.
ტერეზა მეომ განაცხადა, რომ ის დამწუხრებული და შოკირებულია მომხდარის გამო.
მაღსანიშნავია, რომ მაამაკაცი, რომელიც ასევე იყო ჰოსპოტალიზირებული სტერჟესთან ერთად კვლავინდებურად რჩება სოლსბერის საავადმყოფოში. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ექიმები მის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებდნენ.
ცნობისთვის, ინგლისის საგრაფო უილტშირის პოლიციამ, ქალაქ ეიმსბერში, ერთ-ერთ სახლში, 40 წლამდე ქალი და მამაკაცი უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. პოლიციამ „უცნობი ნივთიერების“ შედეგად მოწამვლის ფაქტის შესახებ განცხადება იმავე დღეს გააკეთა.
პორტონ-დაუნის ლაბორატორიის სპეციალისტებმა მათ ანალიზებში ნევრო-პარალიზური ნივთიერება „ნოვიჩოკი“ აღმოაჩინეს.