ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, ორშაბათს მიიღო გადაწყვერტილება Brexit-ის საქმეში მინისტრის დევიდ დევისის თანამდებობიდან დაეთხოვნის შესახებ.
"მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ ყველაფრისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ ბოლო ორი წლის განმავლობაში თქვენი მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ევროკავშირიდან ჩვენი გასვლის გაფორმებისათვის“ - წერს მეი დევისის მისამართით.
ასევე გამოქვეყნდა წერილი, სადაც მინისტრი გამოხატავს თავის თხოვნას გადადგომასთან დაკავშირებით, რომელიც გამოწვეული იყო უთანხმოებით ევროკავშირიდან გასვლის სტრატეგიასთან დაკავშირებით.
„პოლიტიკის ძირითადი მიმართულება გვაყენებს ჩვენ საუკეთესო შემთხევვაში სუსტ სიტუაციაში (ევროკავშირი Brexit-ის) მოლაპარაკებებში. შესაძლოა მიუღებელშიც კი“ - წერს დევისი.
„შესაძლოა თქვენ მართალი ხართ და მე არა“ - მიმართავს ის ტერეზა მეის. "მიუხედავად ამისა, ეროვნული ინტერესები მოითხოვს, რომ სამინისტროს სათავეში იდგეს ენთუზიასტი, რომელსაც ღრმად სწამს თქვენი მიდგომების და არა უბრალო ჯარისკაცი, რომელიც იძულებულია იმოქმედოს საკუთარი ნების წინააღმდეგ.
ცნობისთვის, დევისთან ერთად გადადგა მისი მოადგილე სტივ ბეიკერიც.