თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით სარკინიგზო კატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 24 მიაღწია. საავადმყოფოში სამკურნალოდ რჩება 124 ადამიანი.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 10 გარდაცვლილისა და 73 დაშავებულის შესახებ.
ცნობისთვის, ტეკირდაგის პროვინციაში სამგზავრო მატარებლის ხუთი ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა. კატასტროფის ადგილზე სამძებრო ღინისძიებები დილის 6 საათზე დასრულდა.
თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, კატასტროფის მიზეზი, ძლიერი წვიმების გამო, სარკინიგზო მაგისტრალის ქვეშ გრუნტის გამოცლა გახდა. მძიმედ დაშავებულების ევაკუაცია ხორციელდებოდა ვერტმფრენებისა და ტრაქტორების დახმარებით.