ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, გააგრძელოს ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ექვსი თვის განმავლობაში, ორშაბათს გამოქვეყნდა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში და ძალში 10 ივლისიდან შედის.
"ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების მეორე დღიდან 2019 წლის 31 იანვარამდე" - ნათქვამია დოკუმენტში.
გადაწყვეტილება გაფორმდა 5 ივლისს. ღონისძიებები მიმართულია ფინანსური, ენერგეტიკული და თავდაცვის სექტორებისკენ, ასევე ორმაგი დანიშნულების საქონელის მიმართ. ისინი პირველად შემოვიდა 2014 წლის 31 ივლისს, ერთლი წლის ვადით. უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის გათვალისწინებით რუსეთის ქმედებების საპასუხოდ.
განმარტებითი ბარათის თანახმად, ეკონომიკური სანქციები მოიცავს, ევროკავშირის კაპიტალის პირველადი და მეორადი ბაზრის შეზღუდვის ხელმისაწვდომობას, რუსეთის ხუთი უდიდესი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფინანსური ინსტიტუტებისთვის და მათი შვილობილი კომპანიისთის, რომლებიც უმრავლესობის საკუთრებაშია. ისინი შეიქმნა ევროკავშირის გარეთ, ასევე რუსეთის სამი დიდი ენერგეტიკული და სამი თავდაცვის კომპანიის მიმართ.
გარდა ამისა, ღონისძიებები მოიცავს იარაღის ექსპორტსა და იმპორტს. ასევე კრძალავს ექსპორტს რუსეთში ორმაგი დანიშნულების სამხედრო პროდუქციაზე. ზღუდავს რუსეთის ხელმისაწვდომობას გარკვეულ მგრძნობიარე ტექნოლოგიებზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ნავთობის მოსაპოვებლად.