ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 51-ე სკოლის დირექტორისა და მისი მოადგილის გამოკითხვა მიმდინარეობს.
აღნიშნული გამოკითხვით, კომისიის წევრები სკოლის ხელმძღვანელობისგან 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიიღებენ.