თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. ამ ეტაპზე არ ვრცელდება ინფორმაცია, თუ რა რაოდენობის თანხაა წაღებული ფილიალიდან.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.