პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ხვალ პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდება.
ძალოვანი უწყების წარმომადგენლებუსა და სარალძის შეხვედრა 13:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრიდან გამოსულმა სარალძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უწყებიდან კვირის ბოლომდე რადიკალური ნაბიჯების გადადგმის პირობა მიიღო. სავარაუდოდ, ხვალ საუბარი მიხეილ კალანდიას პასუხისგებაში მიცემასაც შეეხება, რასაც სარალიძე რამდენიმე თვეა ითხოვს.
პროკურატურის წარმომადგენლებთან ზაზა სარალიძის შეხვედრას ასევე მისი ოჯახის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე დაესწრება.