რუსეთმა და არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა ხელი მოაწერეს სახელმწიფოთაშორის შეთანხმებას სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის. დოკუმენტი გაფორმეული იყო ყაზანში ვაჭრობის, ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომაზე.
შეხვედრაზე განიხილავენ საკითხთა ფართო სპექტრს, მათ შორის თანამშრომლობას ვაჭრობის, ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის სფეროში. ასევე ავიაციისა და საავტომობილო ინდუსტრიების, ფერადი მეტალურგიის და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას.
როგორც რუსეთის ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა დენის მანტუროვმა აღნიშნა, უვიზო რეჟიმი შექმნის დამატებით ხელსაყრელ პირობებს ბიზნესის მობილურობის განვითარებისა და ორ ქვეყანას შორის ტურისტული ზრდის თვალსაზრისით.