დღეს, 7 ივლისს,10:00 საათზე პარლამენტის საკონფერენციო დარბაზში, 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ კომისიის წევრები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ამ დრომდე განაგრძობენ საქმეში არსებული მასალების შესწავლასა და მოწმების გამოკითხვას.
პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიან დაპირისპირებას ორი არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არასულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.
სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე პირი დაუდგენელია. სწორედ ამას აპროტესტებს მოკლულის მამა, ის დამნაშავეების დასჯას ითხოვს.