დაზუსტდა უკრაინელი სამხედროების რიცხვი, რომლებიც დაიღუპნენ როვენის ოლქში ნაღმტყორცნის აფეთქების შედეგად. გარდაცვლილია სამი სამხედრო, იუწყება იმიერკარპატების ოლქის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის პრესსამსაური.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ როვენის ოლქში ტაქტიკური წვრთნების დროს სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ცხრა სამხედრომ სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო ნაღმტყორცნის აფეთქების შედეგად. მოგვიანებით იმიერკარპატების ოლქის პრესსამსაურმა განაცხადა სამი გარდაცვლილის შესახებ. სამხედრო პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე.
"დაზუსტებული ინფორმაციით, პარასკევს, წვრთნების ფარგლებში როვენის პოლიგონზე დაიღუპა სამი სამხედრო მოსამსახურე რომლებიც 128-ე ქვეითი ბრიგადის ნაწილის მიეკუთვნებოდა. კიდევ 9 ადამიანი დაიჭრა. ისინი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს“ - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.