თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაციის დროს, 16 წლის გოგონა დაიღუპა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.
მოზარდი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვითიდან იყო.
გოგონას დაღუპვასთან დაკავშირებით ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მოზარდს ყელში ჯირკვლების ანთება ჰქონდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.