თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხვალ, 28 ივნისს 14:00 საათზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. აღნიშნული ინფორმაცია „ჯი-ეიჩ-ენს“ სააკაშილის საზოგადოებრივმა ადვოკატმა, სოფიო გოგლიჩიძემ მიაწოდა.
ხვალინდელ პროცესზე მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ.
სააკაშვილის ადვოკატმა 2018 წლის 5 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ყოფილი პრეზიდენტისთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გაასაჩივრა.
ცნობისთვის, სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ჰქონდა ბრალი წაყენებული.