ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა ქვეყანაში ახალი კოალიციური მთავრობა დაამტკიცა, რომლის პრემიერადაც მილიარდერი ანდრეი ბაბიშემი დანიშნა.
კაბინეტში შევიდა 10 მინისტრი, რომელსაც ხელმძღვანელობს ბაბიშემის მოძრაობა ANO და 4 მინისტრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. ამასთან სოციალ-დემოკრატების ლიდერი იან გამაჩეკი დროებით ხელმძღვანელობს შინაგან და საგარეო საქმეთა სამინისტროებს.
"მე დაგამტკიცეთ თქვენ მინისტრის თანამდებობებზე. იმედი მაქვს, რომ თქვენი მთავრობა მოიპოვებს ნდობას პარლამენტში და თქვენი მოღვაწეობით წვლილს შეიტანთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში“ - განაცხადა ზემანმა.
ცნობისთვის, ახალ მმართველ კოალიციას პარლამენტში 93 (200-დან) მანდატი აქვს და თავისი პოლიტიკის გასატარებლად ის უნდა დაეყრდნოს 15 დეპუტატის მხარდაჭერას.