ავსტრიაში მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად ორმა ადამიანმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. იუწყება ავსტრიის პოლიციის სამსახური.
„დაახლოებით 07:15 საათზე მატერებელში, რომელშიც 80-მდე მგზავრი იმყოფებოდა, გაურკვეველი მიზეზების გამო ლიანდაგებიდან გადავიდა, ქალაქ სანკტ პელტენის რაიონში“ - ნათქვამია განცხადებაში.
მატარებლის ორი მისაბმელი მოწყდა. ორმა ადამიანმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. ისინი გადაყვანილნი არიან სამედიცინო დაწესებულებებში.
ავარიის გამომწვევი მიზეზები დგინდება. მოცემულ მომენტში ადგილზე პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.