პარიზსა და ბერლინს შორის შეთანხმებები ევროზონის ბიუჯეტთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს "ევროპის დასუსტებას" - განაცხადა საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა.
ლე მერმა განაცხადამ, რომ „ტრამპი გვაძლევს ჩვენ საბაბს გაერთიანებისა და ისტორიული შანსი გავხდეთ უფრო ძლიერები“ წერს „Financial Times“.
საფრანგეთის წინადადება ევროზონის ბიუჯეტის შესაქმნელად უკვე შეთანხმებულია საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის.
„მოცემული შეთანხმება - ეს საუკეთესოა რასაც შეიძლება ჩვენ მივაღწიოთ მოცემულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტუაციაში. ის მერკელისა და მაკრონის სიმტკიცეს ასახავს" - განაცხადა ლე მერმა.
გეგმის მიხედვით, ევროკავშირის ბიუჯეტიდან ცალკე გამოყოფილი ევროზონის ბიუჯეტის შექმნა ევროპული სავალუტო კავშირის ფართო რეფორმის ნაწილი გახდება და საზოგადოებას დამატებით ფინანსურ ინსტრუმენტებს მისცემს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისა და კრიზისების თავიდან აცილებისთვის.
ივლისის დასაწყისში გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პირველად მოახდინა რეაგირება საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ინიციატივაზე ევროზონის რეფორმირების საკითხთან დაკავშირებით. მან ზოგიერთ იდეას მხარიც დაუჭერა. კერძოდ საინვესტიციო ბიუჯეტის შექმნის იდეას ევროპის ქვეყნებს შორის, ეკონომიკური განსხვავებების გათანაბრების მიზნით.
შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, გერმანიისა და საფრანგეთის ევროპულ სივრცეში საერთო ბიუჯეტის შექმნის წინააღმდეგ 12 ევროკავშირის ქვეყანა გამოვიდა. მათ შეადგინეს საპროტესტო წერილი, რომ ერთმნიშვნელოვნად არ ეთანხმებიან ამ წინადადებას.