აშშ-მა უარი უთხრა ქვეყანაში შესვლაზე ნატოს ყოფილ გენერალურ მდივანს და ესპანეთის ყოფილ იუსტიციის მინისტრს ჰავიერ სოლანას. იტყობინება „El Pais“ წყაროზე დაყრდნობით.
ესპანეთის მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ აშშ-ში ჩასვლა(თუკი ისინი გეგმავენ გაატარონ ქვეყანაში 90 დღე) იმ შემთხვევაში, თუკი მათ პასპორტებში არაა ისეთი ქვეყნების მონახულების ასია, როგორიცაა - ირანი, ერაყი, სირია, სუდანი, ლიბია, სომალი და იემენი. სოლანა ირანში იყო ნამყოფი. ასე რომ მას მოუწევს ვიზის გაფორმება.
სოლანა ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას 1995-1999 წლებში იკავებდა. აშშ-ში ის ვაშინგტონის ბრუკინგის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლას აპირებს.