ევროპა ვერ შეძლებს ყველა მიგრანტის მიღებას. შესაბამისად, უნდა დაეხმაროს მათ შემოსვლის ადგილზევე. განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ევროკავშირის მომავლის საკითხებზე დებატების დროს.
"ჩვენ შეგვიძლია დავსვათ კითხვა, რამდენი ადამიანი შეგვიძლია მივიღოთ აფრიკიდან. მილიონი? ათი მილიონი? ასი მილიონი? იქ მილიარდ ასი ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ“ - განაცხადა მორავეცკიმ.
მან განმარტა, რომ სწორედ იმის გამო, რომ შეუძლებელია ყველა მოსურნეს მიღება, პოლონეთი სთავაზობს მათ ადგილზე დახმარების გაწევის პროგრამას. „ჩვენ გადავწყვიტეთ ვიმუშაოთ სხვა ფორმებზე. გავაძილეროთ საზღვრები და განვავითაროთ დახმარების პროგრამები ადგილზე და ვეცადოთ ადამიანთა მიგრაციის თავიდან აცილებისთვის“ - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.
ევროკომისიამ მანამდე სარჩელი შეიტანა ევროკავშირის სასამართლოში ჩეხეთის, პოლონეთისა და უნგრეთის წინააღმნდეგ, მათი სურვილის არქონის გამო, დაეხმარნონ დევნილებს დადგენილი ქვოტების ფარგლებში, რადგან ისინი დათანხმდნენ მიეღოთ მხოლოდ მცირე რაოდენობის დევნილები საკუთარ ქვეყანაში.