აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ მზადაა შემოიღოს მკაცრი საპასუხო ზომები სავაჭრო ბარიერებზე ევროპის რიგ ქვეყნებთან მიმართებაში ამერიკული საქონლის იმპორტისთვის.
"აშშ მოითხოვს, რომ ყველა ქვეყანამ, რომლებმაც შემოიღეს საქონელზე ხელოვნური სავაჭრო ბარიერები და გადასახადები, რომლებიც შემოდიან მათ ქვეყანაში, მოხსნან ეს ბარიერი და გადასახადი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შეეჯახებიან დიდ, საპასუხო ზომებს აშშ-ს მხრიდან“ - წერს ტრამპი „Twitter“-ზე.
მან აღნიშნა, რომ "ვაჭრობა სამართლიანი უნდა იყოს" და არ უნდა დაემსგავსოს „ცალმხრივ მოძრაობას ქუჩაში“.
გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტი დაიმუქრა, რომ დააწესებდა 20%-იან გადასახადებს ყველა ტიპის ავტომანქანაზე, რომლებიც შემოდის აშშ-ში ევროკავშირიდან.
ცნობისთვის, აშშ-ში მარტის ბოლოს შემოიღეს ფოლადზე და ალუმინზე 25% და 10% გადასახადები.