სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გააკრიტიკეს „MSNBC“- ის პოლიტიკური მიმომხილველი რეიჩელ მედოუ „გათამაშებული“ ცრემლების გამო პირდაპირ ეთერში.
ჟურნალისტმა ძალზე ემოციურად მიიღო ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ ეთერში წაიკითხა. საქმე ეხებოდა აშშ-ის საზღვარზე მიგრანტ ბავშვებს, რომელთაც მშობლებისგან აცალკევებენ. მედოუმ დაიწყო ტექსტის კითხვა, შეჩერდა, რადგან ცდილობდა თავი შეეკავებინა ცრემლებისგან, შემდეგ გაიცინა, რათა დაემალა უხეუხული სიტუაცია. თუმცა, მან მაინც ვერ შეძლო ტექსტის ბოლომდე ჩაკითხვა და შეწყვიტა გამოშვება.
ზოგიერთმა მაყურებელმა არ დაიჯერა მისი ცრემლების გულწრფელობა, რომელსაც აქამდე არ სჩვეოდა დაეკარგა თვითკონტროლი. გარდა ამისა, სოციალური ქსელის მომხმარებლები აღშფოთდნენ ჟურნალისტის სიცილით, რომელიც მათი აზრით იმას ამტკიცებს, რომ მას თავად არ სჯეროდა საკუთარი რეაქციის.
ამის მიუხედავად, მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა დაიჯერა ჟურნალისტის გულწრფელი რეაქცია და აღნიშნა, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ასეთივე რაეაქცია მსგავს საკითხებთან მიმართებაში.