ნატო არ აპირებს რუსეთის ტანკს ტანკითვე უპასუხოს და რაკეტას რაკეტით, არამედ ცდილობს დაიცვას ბალანსი თავდაცვასა და დიალოგს შორის, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
ის ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთი ნატოს მეზობელია „და ასე იქნება მომავალშიც“ ამიტომ ალიანსისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია "ბალანსის მოძებნა, ასევე დაცვისა და დიალოგის შერწყმა“- ციტირებს „Deutsche Welle“.
"ჩვენ გვჯერა, რომ ვიქნებით ძლიერი. ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ პოლიტიკურ დიალოგზე რუსეთთან, ვეცადოთ გავაუმჯობესოთ ჩვენი ურთიერთობები და შევამციროთ დაძაბულობა“ - დასძინა მან.
ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ არ აპირებს სარკისებურად უპასუხოს მოსკოვის მოქმედებებს - „ტანკს ტანკით, რაკეტას რაკეტით, ბირთვულ იარაღს ბირთვული იარაღით“.
სტოლტენბერგი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელმაც მანამდე ნატოს „მოძველებული“ ორგანიზაცია, უწოდა შეიცვალა თავისი აზრი.
„როცა ვიმყოფებოდი ვიზიტით თეთრ სახლში დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ალიანსი უკვე აღარაა მოძველებული. რადგან მან დაინახა, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა დაიწყეს დიდი თანხების ჩადება თავდაცვაში და დაინახა ნატოს ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ“ - დასძინა მან.