1-ლი ივლისიდან პოლიციელის ხელფასი 250 ლარით გაიზრდება და ეს 13 200 პოლიციელს შეეხება. ამის შესახებ განცხადება გიორგი გახარიამ დღეს პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა, სადაც მთავრობის კანდიდატებს უსმენენ.
გახარიას თქმით, პოლიციის ხელფასის გაზრდა უწყების საერთო ბოუჯეტის გაზრდის გარეშე მოხერხდა იმით, რომ დაიზოგა თანხა სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, 500-ზე მეტი ადმინისტრაციული პოზიციის გაუქმებით.
ამ დაზოგილი თანხით კი, როგორც გახარია აღნიშნავს, პოლიციისთვის ხელფასების გაზრდის გარდა, მოხერხდა ტექნიკური აღჭურვის გაიმჯობესება, რაც მნიშვნელოვანი რესურსია პოლიციის საქმიანობისთვის.
გარდა ამისა, გახარიას თქმით, იგეგმება პოლიციაში კარიერული წინსვლის კროტერიუმების განსაზღვრა და ეს დამოკიდებული იქნება აკადემიაში სწავლაზე.