ხორავას ქუჩაზე სასტიკად მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე „ჯი-ეიჩ-ენთან“ აცხადებს, რომ დამტკიცების შემდეგ ახალ პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას მოითხოვს.
„როგორც კი ახალი პრემიერ-მინისტრი დაინიშნება, მაშინვე მასთან შეხევდრას მოვითხოვ. მაინტერესებს, პასუხისმგბელობას აიღებს თუ არა, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს“,- აღნიშნავს სარალიძე.
მისი განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებული ხელახალი გამოძიება მოჩვენებითია და უნდობლობას უცხადებს.
სარალიძე აქციებს სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყებს. ის მალხაზ მაჩალიკაშვილთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყვეტს ზუსტ თარიღს.