თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს.
აქციის მონაწილეების გნცხადებით, მათთან უცნობი პირი მივიდა, რომელიც მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. მათივე ინფორმაციით, სწორედ ამის შემდეგ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება აქციის მონაწილეებს და უცნობ პირს შორის.
დაკავებულებს შორის ორი აქციის მონაწილე, ხოლო ერთი უცნობი პირია.
ცნობისთვის, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.