ამ წუთებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში 51-ე სკოლის დირექტორი, მანანა თურქაძე მივიდა. სავარაუდოდ, ის უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დღეს ყოფილი პროკურორი, მირზა სუბელიანი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და სამინისტრო დაადგენს და დააყენებს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხს, რომლებსაც რაიმე ფორმით კავშირში აქვთ დანაშაულთან.