გომბორის უღელტეხილზე ავარიის დროს დაშავებული 20 პაციენტი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში რჩება, ხოლო სამი დაშავებული თბილისში გადმოიყვანეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.
ჯანდაცვის მინისტრი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნო.
ცნობისთვის, გომბორის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს მოხდა, რომლის შედეგადაც, 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი, 23 კი - დაშავდა.
გამძიების პირველადი ვერსიით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.