თურქეთში სამართალდამცველებმა დააკავეს სულ ცოტა 33 ადამიანი ტერორისტული ორგანიზაცია „ფეტო“-სთან კავშირის ბრალდებით.
"ფეტო" მიიჩნევა თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად და მისი მოღვაწეობა სახელმწიფოს ტერიტორიაზე აკრძალულია.
ამის მიზეზი არის ორგანიზაციის ლიდერის, რელიგიური მქადაგებელის ფეთხულაჰ გიულენის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.
როგორც მანამდე იყო ცნობილი, 2016 წლის ივლისში თურქეთში მოხდა წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების მცდელობა. რის შედეგადაც დაიღუპა 250 ადამიანი ხოლო 2 200 ზე მეტმა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები.