ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და უკვე გარდა იმისა, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება მკვლელობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის კვალიფიკაციით, მას უკვე წამების კვალიფიკაცია დაემატა, - განაცხადა ჟუნრალისტებთან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.
როგორც ის განმარტავს, ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიღებული დასკვნა, იმის სამართლიან საფუძველს იძლევა, რომ რომ დამატებითი კვალიფიკაცია მიეცათ.
"ფაქტობრივად, ცხედარს აღენიშნება წამების კვალი. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და უკვე გარდა იმისა, რომ ამ საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება მკვლელობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის კვალიფიკაციით, დაემატა უკვე წამების კვალიფიკაცია. ამ კუთხითაც აქტიურად იმუშავებს გამოძიება. ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ. როგორც კი ახალი გარემოებები გამოვლინდა, შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ დამატებითი კვალიფიკაცია დაგვემატებინა. ჩვენ ეს გავაკეთეთ. ასევე, ინტენსიურად ვმუშაობთ ოჯახის წევრებთან“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.