ცნობილი თურქი კარიკატურისტი, 69 წლის ნური კურტჯებე თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეურაცხყოფისთვის დააპატიმრეს. მას შემდეგ, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი განაჩენის წინააღმდეგ. იუწყება თურქული გაზეთი „Hurriyet“.
კურტჯებე დაკავებულ იქნა თურქეთის ერთ-ერთ პროვინციაში. ადგილობრივ პოლიციაში ოფიციალური პროცედურების გავლის შემდგომ ის ციხეში გადაიყვანეს.
თურქეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის, კანონის თანახმად გათვალისწინებულია ფულადი ჯარიმა, ან თავისუფლების აღკვეთა 1-დან 4 წლამდე. ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს იმის გამო, რომ ისინი ამ ნაწილს იყენებენ რეპრესიებისთვის, იმ ხალხის მიმართ ვინც არ ემხრობა პოლიტიკას, რომელსაც ერდოღანი ატარებს.