ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასმართლოში შეყვარებულის, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ლადო გრიგალაშვილის პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელი სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართება.
სასამართლო სხდომის დახურვის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა მიმართა. მისი შუამდგომლობა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ დააკმაყოფილა. როგორც მან განმარტა საქმე უკიდურესად პირადი ხასიათის ინფორმაციას ეხება, რის გამოც სასამართლომ სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.