გვატემალაში ვულკან "ფუეგოს" ამოფრქვევის შედეგად 25 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 300-მდე ადამიანმა სხეულის დაზიანებები მიიღო.
„ვულკანური ამოფრქვევა, რომელიც 16 საათის წინ დაიწყო ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია. ფერფლის ამოფრქვევა ზღვის დონიდან 4,5 ათას მეტს აღწევს“ - იუწყება ადგილობრივი მედია.
შემთხვევის შედეგად 3 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა. ტრაგედია საერთო ჯამში შეეხო 1,7 მილიონ ადამიანს ქვეყნის 16,6 მილიონი მაცხოვრებლიდან.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია შვიდი გარდაცვლილის შესახებ. უკანასკნელი მონაცემებით, 653 ადამიანი დროებით თავშესაფარშია მოთავსებული.