ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ოფისში გამართული კონსულტაციების შემდეგ ზვიად კუპრავა პარლამენტის წინ დაბრუნდა და ქციის მონაწილებს მონაწილეებს მიმართა. მან განაცხადა, რომ აქციაში პოლიტიკური პარტიები ჩაერთვებიან.
„ორდღიანი მცდელობა, დაეშალათ, დაექსაქსათ, გახდა საფუძველი საერთო გაერთიანების, ჩვენ ყველა შევუტევთ სისტემას მის საბოლოო დამარცხებამდე. ყველანი სისტემის წინააღმდეგ. ხალხი სისტემის წინააღმდეგ. ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ,“- აღნიშნა კუპრავამ.
ამ წუთებში პარლამენტის წინ გაშლილ კარავში ზვიად კუპრავა, ზაზა სარალიძე, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმყოფებიან.