შალვა შავგულიძე თანახმაა მთავარი პროკურორი გახდეს. ის „ევროპული-საქართველოს“ შეთავაზებას თანხმდება.
„მაშინ, როდესაც სამწუხაროდ საქართველოში კვლავ ასე მწვავედ დადგა სამართლიანობის მოთხოვნა, როდესაც საზოგადოებამ უნდობლობა გამოუცხადა ქვეყნის მთავარ პროკურორს, რის შედეგადაც ის გადადგა, თუ საზოგადოება, მისი გარკვეული ნაწილი ჩემს მიმართ გამოხატავს ნდობას სამართლიანობის აღდგენის, სამართლის დაცვისა და მისი მსახურების საკითხში, მე არ გავექცევი ამ პასუხისმგებლობას და მივიღებ ამ გამოწვევას“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს „ევროპული-საქართველო“ მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა შავგულიძის კანდიდატურა წამოაყენა.