საუდის არაბეთი მზადაა დაიწყოს ომი კატართან, თუკი ის რუსეთისგან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა С-400-ს იყიდის. ამის შესახებ ქვეყნის მეფემ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისთვის მიწერილ წერილში აღნიშნა და მას დახმარება სთხოვა.
საუდის არაბეთის მეფე, სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი მიიჩნევს, რომ ჰაერსაწინააღმედგო თავდაცვის დამონტაჟება კატარის ტერიტორიაზე გავლენას იქონიებს საუდის არაბეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებაზე. იუწყება ფრანგული გაზეთი „Monde“, რომელმაც წერილის შინაარსის შესახებ აქვეყნებს.
"ასეთ ვითარებაში „სამეფოს მზად იქნება მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა აღმოფხვრას თავდაცვის ეს სისტემა, სამხედრო ქმედებების ჩათვლით“ - წერს მონარქი, რომელიც თავის წერილს ასრულებს თხოვნით ემანუელ მაკრონისადმი, რათა დაეხმაროს ამ გარიგების თავიდან აცილებაში და შეინარჩუნოს სტაბილურობა რეგიონში“ - ციტირებს გაზეთი.
კატარი შეშფოთებულია ჰაერსაწინააღმედგო თავდაცვის შეძენით მეზობელ ქვეყნებთან დაძაბული ურთიერთობის გამო, საუდის არაბეთის ჩათვლით.
საუდის არაბეთი 2017 წელსაც აწარმოებდა მოლაპარაკებებს რუსეთთან С-400-ის შეძენის თაობაზე.