აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა კონგრესს გადასცა მონაცემები, საზღვარგარეთ ვაშინგტონის სამხედრო ოპერაციების შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობის შესახებ.
"არსებობს სანდო წყარო, რომ 2017 წლიდან 499 მშვიდობიანი მოსახლე იქნა მოკლული და 196 დაშავებული“ - ნათქვამია პენტაგონის ანგარიშში, რომელსაც ტელეარხი "CNN"-ი ავრცელებს.
საქმე ეხება ერაყში, სირიაში, ავღანეთსა და იემენში სამხედრო ოპერაციების დროს დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს.
CNN-ის ინფორმაციით 2017 წელს აშშ-მ ავღანეთში 4 361-ჯერ, ხოლო სირიაში 39 577-ჯერ განახორციელა საჰაერო დარტყმა.