ესპანეთის მეფემ ფელიპე VI ახალ პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩეს ფიცის დაადებინა. უახლოეს მომავალში, მთავრობის ახალი ხელმძღვანელი თავის ახალ რეზიდენციაში - მონკოლას სასახლეში მივა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრად პედრო სანჩესის დანიშვნას ხელი გუშინ მოეწერა. ეს დოკუმენტი გამოჩნდა ესპანეთის "ოფიციალურ სახელმწიფო ბიულეტენში".
ცნობისთის, გუშინ ესპანეთის დეპუტატთა კონგრესმა, უნდობლობა გამოუცხადა ყოფილ პრემიერს მარიანო რახოის ეროვნული პარტიის ხელისუფლებას და მთავრობის დათხოვნის მოთხოვნით ხმა მისცა 8 პარტიის 180-მა დეპუტატმა.
1970-იან წლებში ქვეყანაში დემოკრატიის აღდგენიდან მოყოლებული ეს იყო პირველი შემთხვევა პარლამენტის მხრიდან, როცა მან უნდობლობა გამოხატა მთავრობის მიმართ.