ქუთაისში, ჭავჭავაძისა და ნიკეას ქუჩების კვეთაზე, შუახნის მამაკაცს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა. მამაკაცი ქვეითთა გადასასვლელზე გადადიოდა, რა დროსაც ის მძღოლმა ვერ შენიშნა.
მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილის მიტოვებას აპირებდა, თუმცა, მოქალაქეებმა მას ამის შესაძლებლობა არ მისცეს.
შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.