რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულები შეუერთდნენ.
მათ ზაზა სარალიძეს და ყველა შვილკვდარ მშობელს სოლიდარობა გამოუცხადეს.
" ზაზა სარალიძეს და კიდევ უამრავი შვილმკვდარ მშობელს გიცხადებთ სოლიდარობას. გიდგავართ გვერდით დღეს, რათა ხვალ და ზეგ ჩვენი შვილი არ იყოს შემდეგი", - განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.
მათივე თქმით, ხელისუფლების პარპაში უნდა დასრულდეს.