დღეს ვოლიერებიდან გაქცეული ცხოველები გერმანიის დასავლეთ ნაწილში დრონის საშუალებით აღმოაჩინეს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოოპარკის ტერიტორია დატოვა სულ მცირე ორმა ვეფხვმა, ორმა ლომმა, ერთმა იაგუარმა და ერთმა დათვმა.
გერმანიის დასავლეთით მდებარე ქალაქ ლუნებახში, ცხოველებმა ზოოპარკი მას შემდეგ დატოვეს, რაც მათი ვოლიერები უამინდობის შედეგად იქნა დაზიანებული.
მედიის ცნობით, ზოოპარკიდან გაქცეული დათვი მოგვიანებით იქნა მოკლული.