გერმანიის ქალაქ ლუნებახის ზოოპარკიდან მტაცებელი ცხოველები გაიქცნენ. ვოლიერი დატოვა სულ მცირე ორმა ვეფხვმა, ორმა ლომმა და ერთმა იაგუარმა. სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ასევე დაუდგენელია ცხოველების ადგილსამყოფელი.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მოსახლეობას მოუწოდებენ დარჩნენ საკუთარ სახლებში. ინფორმაციას ადგილობრივი ტელერადიოსადგური SWR ავრცელებს.
ცნობისთვის, ქალაქი ლუნებახი რეინლანდ-პფალცი ფედერალურ მიწას მიეკუთვნება.