ფინანსურმა ჰოლდინგმა „UBS“-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქების რეიტინგი შეადგინა.
სია შედგენილია 15 პროფესიის წარმომადგენელთა საშუალო ხელფასის მონაცემების მიხედვით, 128 სახის საკვები პროდუქტებისა და სხვადასხვა მომსახურების ფასების გათვალისწინებით.
რეიტინგის შედგენისას სპეციალისტებმა გაითვალისწინეს 77 ქალაქის ადგილობრივი სპეციფიკა, როგორიცაა მაგალითად ის ფაქტი, რომ თელ-ავივის მაცხოვრებლები არ იყენებენ ღორის ხორცს.
რეიტინგის პირველი და მეორე ადგილი შვეიცარიის ციურიხსა და ჟენევას ერგო. შემდგომ მოდის ოსლო, კოპენჰაგენი, ნიუ-იორკი, ტოკიო, მილანი, ლონდონი, ჩიკაგო და ჰელსინკი.