იაპონური ავიაკომპანია JAL 1-ელი ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, იაპონიიდან ევროპის, ავსტრალიისა და სამხრეთ ამერიკის მიმართულებით გარკვეულ რეისებზე მგზავრებს ყველის კრემითა და ტარხუნის სოუსით ბურგერს შესთავაზებს.
ახალი მენიუ მხოლოდ ეკონომ კლასის მგზავრებს შეეთავაზებათ, დამატებითი მენიუს სახით.
მგზავრებს ბურგერისათვის საჭირო იგრედიენტი დაურიგდებათ და ისინი თავად „ააწყობენ“ სასურველ ბურგერს.
აღსანიშნავია, რომ აქციის ფარგლებში დამატებითი მენიუ, ანუ ბურგერები მგზავრებს JAL-სა და იაპონურ სწრაფი კვების ქსელ MOS BURGER-ს შორის თანამშრომლობის გაგრძელების აღსანიშნავად დაურიგდებათ.