დღეს, 13 აგვისტოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ახალი ოფისი ოფიციალურად გახსნა
ამავე დროს შედგა ასევე ახალი საიტის www.virtualtour.ge პრეზენტაციაც, რომელიც ტურიზმის დეპარტამენტმა დააფინანსა. ახალი საიტის მეშვეობით აჭარის ღირშესანიშნაობების გაცნობაა შესაძლებელი.
შეხვედრაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ თემურ დისამიძემ ასევე გააკეთა პრეზენტაცია დეპარტამენტის საქმიანობისა და იმ ტურისტული მიმართულებების შესახებ, რომელიც რეგიონში არის განვითარებული.