28 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4663 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4805 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.42 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8727 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9044 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.17 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.5403 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.2868 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 29 მაისიდან შევა ძალაში.