თავისუფალი ეკონომიკური და ინდუსტრიული ზონების ოპერატორები მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწას ითხოვენ.
თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელი გიორგი ტაბიძე ამბობს, რომ თიზ-ების მარეგულირებელი კანონმდებლობა, რომელიც 2007 წელს არის მიღებული „ჩამორჩენილია თანამედროვეობას და იმ მოთხოვნებს რაც ინვესტორებს აქვთ".
„ჩვენთან მოდიან კომპანიები, რომლებსაც თურქეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების თიზებში ოპერირების დიდი გამოცდილება აქვთ, სადაც აქცენტი არა მარტო სავაჭრო და საწარმოო მიმართულებებზეა აქცენტი, არამედ მომსახურების გამწევ კომპანიებზეც, რასაც საქართველოს კანონმდებლობა დღეს ნაკლებად არეგულირებს და ითვალისწინებს. მეეჭვება, ვინმემ დღეს მეორე რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ან ზესტაფონის ფერო ააშენოს. უფრო მაღალტექნოლოგიურ, მაღალკვალიფიციურ სერვისის გამწევ კომპანიებზე უნდა გავაკეთოთ ორიენტირება და ამ მხრივ გვინდა სახელმწიფოს ხელშეწყობა“, - განაცხადა გიორგი ტაბიძემ.
აღსანიშნავია, რომ თიზ-ების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწაზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი გასვლით სხდომაზე მსჯელობს.