ისრაელის ეკოლოგიის და იერუსალიმის საქმეთა მინისტრი ზეევ ელკინი, უარყოფს ზოგიერთი ქვეყნის მიერ გაჟღერებულ კრიტიკას, ისრაელის მიერ ღაზას სექტორში მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ.
მისი თქმით, კრიტიკა არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ გამოწვეულია სიტუაციის გაუგებრობის გამო. იმ ფონზე რომ პალესტინური მოძრაობა „ჰამასი“, რომელთაც ისრაელში ტერორისტებად მიიჩნევენ, „ოფიციალურად აცხადებს, რომ მისი ამოცანაა - გაანადგუროს ისრაელი“.
ამავე დროს, მითითებული ორგანიზაცია "პასუხისმგებელია ათასობით ებრაელის დაღუპვაში და კვლავ აგრძელებს ადამიანების გამოგზავნას საზღვარზე" - აცხადებს ელკინი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში ღაზას სექტორში, პალესტინელების საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. ისინი აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანას აპროტესტებდნენ.