ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმისყოველწლიურ სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 23-24 მაისს გერმანიის ქალაქ ლაიფციგში გაიმართა. წლევანდელ სამიტზე 57 ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროების ხელმძღვანელი პირები, აგრეთვე კერძო სატრანსპორტო კომპანიების, ასოციაციების დაარასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
წლევანდელ სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება სატრანსპორტო უსაფრთხოებისა და უშიშროების საკითხებს დაეთმო.
ღონისძიების ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა მონაწილეობამიიღო დახურულ და ღია მინისტერიალის სხდომებში, ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელპირებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.
მინისტრთა დახურულ სესიაზე გამოსვლისას, გიორგი ჩერქეზიშვილმა, საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის საკითხებზესაუბრისას ყურადღება საქართველოში საერთაშორისო ტრანსპორტის ფორუმის „ხარისხის ქარტიის" დანერგვის მიზნითგანხორციელებულ აქტივობებზე გაამახვილა. მისი თქმით, საქართველომ სრულად დააკმაყოფილა ,,ხარისხის ქარტიის" მოთხოვნები, რაც ქვეყნის მხრიდან ძალზედ მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლისგანვითარებისათვის.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო ტრანსპორტისფორუმის მიერ გაცემულ ნებართვებს (ECMT) ქართველი გადამზიდავებისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა გააჩნია, რადგანაცაღნიშნული სისტემით მიღებული ნებართვები პროფესიონალ გადამზიდავებს აძლევს მოქმედებების ფართო არეალს ITF-ის წევრიქვეყნების ტერიტორიებზე, მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე. გიორგი ჩერქეზიშვილის თქმით, ამ სისტემას, ქვეყნებს შორის ორმხრივ შეთანხმებებზე დაფუძნებულ ხისტ სისტემასთან შედარებით, ლიბერალური მიდგომები გააჩნია დასხვადასხვა ქვეყნების გადამზიდავთა შორის კონკურენციის ჰარმონიული პირობების შექმნას უწყობს ხელს.