25 მაისს ირლანდიაში ჩატარდება რეფერენდუმი, რომელიც აბორტის ლეგალიზაციას შეეხება. მოქალაქეებს ექნებათ საშუალება მარტივად უპასუხონ კითხვას თანახმა არიან თუ არა აბორტის დაკანონებაზე. წერს „Associated Press“.
დადებითი შედეგის შემთხვევაში, ირლანდიის პარლამენტი მიიღებს შესაბამის კანონპროექტს, რომელიც უფლებას მისცემს ორსულ მოქალაქეებს შეწყვიტონ ორსულობა 12 კვირამდე ვადაზე, ასევე სამედიცინო მაჩვენებლის გათვალისწინებით.
შეგახსენებთ, რომ ირლანდია არის ქვეყანა ძლიერი ტრადიციული წარმოდგენებით, სადაც არის რომის კათოლოკური ეკლესიის გავლენა. ამიტომ აქამდე მსგავსი კანონპროექტის დაკანონდება არ ხდებოდა.