უკრაინაში წამყვანი რუსული ტელეარხების რიგი საიტები აიკრძალა, ნათქვამია უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
განცხადების თანახმად, მომხმარებლისთვის მიუწვდომელი იქნება შემდეგი საიტები - „Вести.ru“, „Russia. Tv“, „tvkultura.ru“, „vgtrk.com“, ასევე პირველი არხის ვებ გვერდი და სხვა.
გარდა ამისა, სანქციებში მოყვა იურიდიული და ფიზიკური პირები. მათ შორის „გაზპრომის“ ხელმძღვანელი ალექსეი მილერი, ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა, „ვითიბი“ ბანკის პრეზიდენტი ანდრეი კოსტინი და სხვა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რამოდენიმე რუსული საიტის აკრძალვა დაუშვა. როგორიცაა, „ВКонтакте“, „Одноклассники“, „Яндекс“, „Mail.ru“ და სხვა.