უკრაინაში ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა რეგიონებში ახალი აეროპორტების მშენებლობაა, აღნიშნულის შესახებ განცხადება უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვოლოდიმირ ომელიანმა გააკეთა.
„მე ახლა ვცდილობ მთავრობა და პარლამენტი დავარწმუნო, რომ კენჭი ვუყაროთ 2019 წლის ბიუჯეტში 10 მლრდ გრივნას გათვალისწინებას, სხვადასხვა წერტილში, 4-5 ასაფრენ/დასაფრენი ბილიკის მშენებლობისთვის. თუ კი ასეთი დაფინანსება იქნება, 3-4 წელიწადში ქვეყანაში 25 სრულყოფილი, ახალი აეროპორტი გვექნება“, განაცხადა ომელიანმა.
მინისტრი მიიჩნევს, რომ თითოეულ რეგიონში ერთი აეროპორტი მაინც უნდა იყოს. მისი თქმით, უკვე შემუშავებულია რეგიონალური აეროპორტების განვითარების პროგრამა და ამ დროისათვის დამატებითი ფინანსების მოძიებაზე, საერთაშორისო ინვესტორებთან მიდის მოლაპარაკებები.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ შესაძლებელია უკრაინის აეროპორტებში მგზავრთნაკადის 40 მლნ-მდე ზრდა.